მიმდინარე

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში

დონორი: ევროპის კავშირი 

ხანგრძლივობა: 15 ნოემბერი, 2023 – 15 ნოემბერი, 2025 

ბიუჯეტი: 700,000 ევრო 

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) და საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია. 

პროექტის მიზანი: საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის, საარჩევნო პროცესების ყოვლისმომცველი ეროვნული მონიტორინგის, ამომრჩეველთა განათლების გაძლიერებისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციის განვითარების გზით.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • ფართომასშტაბიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის მისიის განხორციელება 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა საარჩევნო უფლებებზე, მოვალეობებსა და პროცესებზე ცნობიერების ამაღლებისა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვის მიზნით;
  • პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის გამჭვირვალე და ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ნდობას გაძლიერების მიზნით.