პოლიტიკის დოკუმენტები

გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა და მისი გავლენა საქართველოს ინტერესებზე

საქართველოსთვის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკა მიმდინარე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანა 2020 წელს არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე დგას. საქართველოსთვის მიმდინარე წელს უმთავრესია გერმანია დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გამკლავებაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფაში, დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ზოგადად, დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებაში. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 2021 წლამდე გადადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, აძლევს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა გასცდეს მხოლოდ დარგობრივი ინტეგრაციის შეთავაზებებს და მეტად ამბიციური- დიფერენცირებული მიდგომა ჩამოყალიბდეს მარტის სამიტზე. ამიტომაც, საქართველოსთვის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის, თუმცა ამ წელს განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან მნიშვნელოვანია გერმანიის პოლიტიკამ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს.