პოლიტიკის დოკუმენტები

საარჩევნო დავები, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის დაუძლეველი პრობლემა

არჩევნების ხარისხის შეფასება ბევრი კრიტერიუმით შეიძლება და მათ შორის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საარჩევნო დავების განხილვა და იმის ანალიზი, იძლევა თუ არა საჩივრების განხილვის პროცესი საარჩევნო დარღვევებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას. საარჩევნო დავების მნიშვნელობა შესაძლოა ყოველთვის სათანადოდ არ იყოს შეფასებული ან ამ პროცესს საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობოდეს, თუმცა სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითია ის, თუ როგორც ხდება უფლებამოსილი ორგანიების მხრიდან საარჩევნო დარღვევებზე წარდგენილი საჩივრების/განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება. ამ ორგანოების ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი პირდაპირ კავშირშია და გავლენას ახდენს დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნაზე. 

მოცემული დოკუმენტის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც საარჩევნო დავების განხილვის მთავარი აქტორის მიერ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს პრობლემატურ საკითხებზე საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკის რეტროსპექტიული მიმოხილვა და იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურია საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარ დარღვევებზე.

 

ISFED - საარჩევნო დავები, რ... by ISFED on Scribd