geo  |  eng თავფურცელიელ-ფოსტასაიტის რუკა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამართლიანი არჩევნები


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.

სიახლეები

27 იანვარი, 2012 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ".

იხილეთ ვრცლად:




29 დეკემბერი, 2011 წ.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერას.

რასამთავრობოების მიმართვა პრეზიდენტს 2011 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ არაკონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

იხილეთ ვრცლად:

იხილეთ ვრცლად:




28 დეკემბერი, 2011 წ.


2011 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე პრესკონფერენცია გამართა: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კოალიცია არჩევანის თავისუფლებისათვის“ და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“.

იხილეთ ვრცლად:




25 დეკემბერი, 2011 წ.


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ასევე კოალიცია "არჩევანის თავისუფლება" და არჩევნების თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზციები ატარებენ პრესკონფერენციას.

იხილეთ ვრცლად:




23 დეკემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წარმოგიდგენთ პროექტს: რომლის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ჩართულობას კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში.

იხილეთ ვრცლად:

იხილეთ ვრცლად:




22 დეკემბერი, 2011 წ.


2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტის ინიციირება მოხდა. კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მოსაზრებებს.

იხილეთ ვრცლად:




20 დეკემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დეპუტატთა რაოდენობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

იხილეთ ვრცლად:




12 დეკემბერი, 2011 წ.


12 დეკემბერს, 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონბლუ ივერიაში" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე საჯარო დისკუსიასგამართავენ.

იხილეთ ვრცლად:




9 დეკემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მასშტაბურ აქციას გამართავს. აქცია 10 დეკემბერს, 12:00-საათზე ერთდროულად დაიწყება დედაქალაქისა და რეგიონების 63 საარჩევნო ოლქში, რა დროსაცორგანიზაციის თანამშრომლები და მოხალისეები საინფორმაციო მასალებს დაარიგებენ.

იხილეთ ვრცლად:




7 დეკემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) რომლის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალციხეში გამართა საჯარო შეხვედა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციირების მთავარი მიზეზები, რომელიც გულისხმობს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190 დეპუტატამდე.

იხილეთ ვრცლად:




5 დეკემბერი, 2011 წ.


5 დეკემბერს, 11:00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლის დარბაზში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ის ორგანიზებით გაიმართა კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190 დეპუტატამდე. განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ კანონპროექტის ინიციატორები - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი და მოწვეული სამართლის ექსპერტი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაქკულტეტის - დეკანი ირაკლი ბურდული.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, კონსტიტუციური კანონპროექტის ავტორები, ექსპერტები, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა დებატებისა და არგუმენტების დასაბუთების რეჟიმში მიმდინარეობდა. კანონპროექტის ავტორთა მხრიდან განხილულ იქნა კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციირების მნიშვნელობა და მიზეზები. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ასევე დასმულ იქნა კითხვები, რომელიც ეხება აღნიშნული ინიციატივის კონსტიტუციასთან და ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს.




2 დეკემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) რომლის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გურჯაანსა და თელავში გამართა საჯარო შეხვედა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციირების მთავარი მიზეზები, რომელიც გულისხმობს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190 დეპუტატამდე.

იხილეთ ვრცლად:




30 ნოემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ოზურგეთში 30 ნოემბერს, 16:00 საათზე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის დარბაზში მოსახლეობასთან საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯარო შეხვედრა გაიმართა

იხილეთ ვრცლად:




30 ნოემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოსახლეობასთან საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯარო შეხვედრა გაიმართა

იხილეთ ვრცლად:




29 ნოემბერი, 2011 წ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ქუთაისში 29 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ბაგრატის" დარბაზში საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას გამართავენ.

იხილეთ ვრცლად:



სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას და მათი ჩართულობის გაზრდას საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვისა (NED) დასაერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება საჯარო შეხვედრები, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები საზოგადოებას აცნობენ მათი საქმიანობისა და კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.


იხილეთ ჩატარებული საჯარო შეხვედრები:


gori_thm_ge.pdf (62 KB)

akhaltsikhe_thm_ge.pdf (54 KB)

Borjomi_thm_ge.pdf (59 KB)





მიმდინარე პროექტები

» დიალოგისა და უნარჩვევების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის

» სახალხო მანიფესტი



ძიება საიტზე

მიუთითეთ საძიებო სიტყვა

ელექტრონული დაგზავნა

განცხადებების ელ-ფოსტაზე მისაღებად, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი ელექტრონული ბიულეტინი



Facebook     Twitter     Skype





დოკუმენტური ფილმი

დოკუმენტური ფილმი


სადამკვირვებლო მისია

არჩევნები







სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
თავფურცელი   |   ჩვენს შესახებ   |   დაგვიკავშირდით   |   საიტის რუკა © 1995-2012 "სამართლიანი არჩევნები"