2020 საპარლამენტო

საარჩევნო კამპანია სოციალურ მედიაში

ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, აღწერილია არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალური გვერდების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ არაოფიციალურ, ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომლებიც მიზნად ისახავენ, ამა თუ იმ ფორმით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე.