2020 საპარლამენტო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება

საქართველოს პრეზიდენტის 31 აგვისტოს განკარგულებით მორიგი საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ინტენსიური და დაძაბულიგახდა. წინასაარჩევნო გარემო, ისევე როგორც მზადება არჩევნების დღისთვის განსაკუთრებითდაზარალდა ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემიის მასობრივად გავრცელებით და ამითგანპირობებული გამოწვევებისგან. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთარიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებულიინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოსმცდელობა, კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა. ამასთან, პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადოინფორმირების და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით. ამ ფონზე ათასობითამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა