2024 საპარლამენტო

გახდი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი

თუ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში, დააკვირდეთ არჩევნებს და დაიცვათ ამომრჩეველთა ხმები, შემოუერთდით „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიას მთელი საქართველოს მასშტაბით, შეავსეთ ფორმა და დარეგისტრირდით დამკვირვებლად 12 ოქტომბრის ჩათვლით.


დამკვირვებლობა ანაზღაურებადია.

გაითვალისწინეთ! 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად: 

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
  • მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;
  • მოსამართლისა;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა;
  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;
  • საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
  • საარჩევნო კომისიის წევრისა;
  • სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა. 

 

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

  • ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; 
  • ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.