ბლოგი

10 ბრალდება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაცია საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ ბრალდებებს წლების განმავლობაში ავრცელებს. რუსული პროპაგანდის სამიზნე სისტემატურად ხდება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც საქართველოში 2011 წელს გაიხსნა და 2013 წლიდან სრულად ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, ვირუსების გავრცელებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საზიანო საქმიანობის განხორციელებაში ადანაშაულებდნენ და აშშ-ის სპეცსამსახურებთან აკავშირებდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად, აღნიშნული ნარატივები კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამჯერად კრემლის პროპაგანდისტების ძირითადი სამიზნე უკრაინა გახდა, რომელიც ლაბორატორიებში სახიფათო ინფექციების პათოგენებზე მუშაობაში დაადანაშაულეს. თუმცა, რუსულ პროპაგანდას არ გამორჩა საქართველო და ლუგარის ლაბორატორიაც, რომელიც წარსულში რუსეთისთვის საფრთხედ იქნა შეფასებული.  

 

1. ლუგარის ლაბორატორიაში, უკრაინის ლაბორატორიების პარალელურად, სხვადასხვა დაავადების გადამტან ღამურებზე ცდები ტარდება. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, იგორ კირილოვი (2022)

წყაროები:  https://www.youtube.com/watch?v=KQW83MNEwpo 

https://tabula.ge/ge/news/682019-kirilovi-ashsh-mushaobs-daavadebebis-gadamtan 

 

 

2. რუსეთმა საქართველოში ომის ლეგიტიმაციად შესაძლოა ლუგარის ლაბორატორია გამოიყენოს და იქ მართლაც ისეთი რაღაც იპოვონ, რაც გარკვეუ შეშფოთებას გამოიწვევს. 

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო (2022)

წყარო: https://www.facebook.com/1592234351137249/posts/1631854563841894 

 

 

3. კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. 2018 წლიდან ლუგარის ცენტრი ღამურებსა და კორონავირუსებთან დაკავშირებული პროექტის განსახორციელებლად მუშაობს. 

РЕН ТВ, (2020); სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი (2020)

 

წყაროები: https://jam-news.net/ge/ghamurebis-skandali-samkhret-osetshi-ackhadeben-rom-saqartvelosa-da-ashsh-s-shetqmuleba-gamoavlines/;   https://ru.netgazeti.ge/1039/  

 

 

4. აზიური ფაროსანა, შესაძლოა, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოიყვანეს. 

„როსსელხონზნადზორის“ წარმომადგენელი იულია მელანო (2018). 

წყარო: http://liberali.ge/articles/view/35422/ruseti-tbiliss-farosanas-khelovnurad-gamoyvanasa-da-afkhazetshi-gavrtselebashi-adanashaulebs 

 

 

5. „ნოვიჩოკი“ შეიქმნა საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიის მიერ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია "ზვეზდა" (2018). 

წყარო: https://go.on.ge/uhw  

 

 

6. ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის დახმარებით მოსახლეობაზე მკურნალობის კურსებით (მათ შორის, C ჰეპატიტის) ექსპერიმენტები ტარდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. 

იგორ გიორგაძე, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი (2018). 

წყარო: https://www.vesti.ru/article/1459107; https://mythdetector.ge/ka/giorgadzis-mtkitseba-thithqos-c-hepatitis-mkurnalobis-programa-adamianis-gardatsvalebas-itsvevs-absurdulia/?fbclid=IwAR1HeqMnNdhPv8idGXBySoOEkPm26A6TiXtmNK1d-62gbySbzmX-S1wwKAk 

 

 

7. ლუგარის ლაბორატორიის მიზანი ბიოლოგიური იარაღის შექმნაა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებლებზე იყენებენ. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, იგორ კირილოვი (2018). 

წყარო: https://www.bbcrussian.com/russian/news-45752916 

 

 

8. აშშ-მ ბიოლოგიური ომის საბაბით ზიკა ვირუსით შავი ზღვის ტერიტორიაზე კოღოები დააინფიცირა, რაც ლუგარის ლაბორატორიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. 

რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკო (2016)

წყაროები: https://www.rferl.org/a/former-russian-health-chief-suggests-us-plotting-zika-attack/27555365.html https://russian.rt.com/article/148822

 

 

9. აშშ დამნაშავეა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რომელიც საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში მათი დახმარებით დამზადდა. 

нтв, (2013)

წყაროები: https://idfi.ge/ge/russian_information_war_against_lugar_laboratory  Химическое оружие для Сирии производят Грузия и США, а транспортируют с помощью Украины! 

 

 

10. 2007 წელს ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა და რუსეთში საქართველოდან შევიდა. 

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი, გენადი ონიშენკო (2012); რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, იგორ კირილოვი (2022). 

 

წყაროები: https://civil.ge/ka/archives/150256 ; https://civil.ge/ka/archives/478054?fbclid=IwAR2xeeR_wYa5ICJGwb6q3tLklcovqCcrwZzO_3MXcGe80_rfLvr_lSFoZ_s ;https://tabula.ge/ge/news/681816-kirilovi-ghoris-gripi-romelits-2007-clidan