ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული გზავნილები 9 – 15 დეკემბერი

ანტიოპოზიციური გვერდების და ყალბი ანგარიშების მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მოთხოვნა და გავრცელებულ კადრებზე კოორდინირებული გამოხმაურება 

 

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედში“  მყოფი მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. კადრების ამსახველი ვიდეო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუქგვერდზე განთავსდა. კადრების გამოქვეყნებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საჯაროდ განაცხადა რომ  “სიმულაციური ქმედებების  არ შეწყვეტის  შემთხვევაში, რომელიც მიზნად სასამართლოზე ზეწოლას ისახავს, იძულებული იქნებოდნენ გარკვეული კადრები გაესაჯაროვებინათ”. აღნიშნულ განცხადებას ფეისბუქზე ოპოზიციის წინააღმდეგ  მოქმედი გვერდების თუ ანგარიშების აქტივობა მოჰყვა, რომლებიც იზიარებდნენ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვების სურვილს და საზოგადოებას ამის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ. Აღნიშნულ გზავნილს ისინი, ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისკენ მიმართავდნენ და მიზანშიც ფეისბუქზე პროსახელისუფლებო ჯგუფებს იღებდნენ. 

 

Სურათი 1. ფეისბუქგვერდზე „რეალობა” გამოქვეყნებული პოსტი 

იუსტიციის მინისტრის განცხადება, კადრების გასაჯაროების მოთხოვნის დართვით, გააზიარა ინტერნეტგამოცემა „ლიდერის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გელა ზედელაშვილმა. აღნიშნული პოსტი, როგორც ჩანს, „ლიდერთან” დაკავშირებულმა ყალბმა ანგარიშმა, ერთდროულად ხელისუფლების მხარდამჭერ 15 ჯგუფში გააზიარა. ანგარიში სახელწოდებით Taso Xunturi  ვინაობის დასაფარად ფოტოებს ამერიკელი მომღერალი Alina Baraz-ისგან იპარავს, რომელსაც ფეისბუქზე ვერიფიცირებული პროფილი აქვს. 

 

Სურათი 2. ყალბი ანგარიში სახელით Taso Xunturi 

 

Სურათი 3. ვერიფიცირებული ავთენტური ანგარიში 

 

Სურათი 4. ყალბი ანგარიშის მიერ პროსახელისუფლებო ფეისბუქჯგუფში გაზიარებული პოსტის მაგალითი 

 

Სურათი 5. Taso Xunturi-ის მიერ Გელა ზედელაშვილის პოსტის გადაზიარება ფეისბუქჯგუფებში. Წყარო: Crowdtangle 

 

იგივე სტრატეგიით მოქმედებდა  ანგარიში Levan Guruli, რომელიც ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ ჯგუფების ადმინისტრატორია. Მან ჯგუფებში გააზიარა ანონიმურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წარწერით: „სპეცილური “გასაჯაროვდეს სიკვდილის პარტიის დამფუძნებლის სიმულიანტობის კადრები!” 

Სურათი 6. ჯგუფში „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები” გაზიარებული პოსტი 

 

Სურათი 7. ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების ჯგუფის ადმინისტრატორი 

 

 

Სურათი 8. კადრების გასაჯაროვების მომთხოვნი პოსტის გადაზიარება ფეისბუქგვერდიდან „სიკვდილის პარტია” 

კადრების გასაჯაროვების მოთხოვნის პოსტებს ავრცელებდა ვატო შაქარიშვილის და გია გაჩეჩილაძის გვერდიც, „არ აგარევინებთ”. Nini Darcmelidze-ის სახელით მოქმედი ყალბი ანგარიშის მეშვეობით პოსტი სხვადასხვა შინაარსის 5 ფეისბუქჯგუფში გავრცელდა, რომლებსაც  საშუალოდ 268 800 წევრი ჰყავს.  

 

 

 

Სურათი 9. Nini Darcmelidze-ის მიერ გვერდის „არ აგარევინებთ” პოსტის გადაზიარება ფეისბუქჯგუფებში.  

კადრების ამსახველ პოსტებს აზიარებდნენ ფეისბუქზე  ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი სხვა ანონიმური გვერდები და პროფილებიც, მათ შორის: „სარკაზმელები”, „მიხეილ უკრაინოლოგი”, „სიკვდილის პარტია”, „რეალობა”, „საქართველოს სულიერი მისსია”, „ტერენტი გლდანელი”,  „სირცხვილის კორიდორი”, „პოლიტიკური აბსურდი”, „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails”.  

Გავრცელებული კადრები გვერდებზე მიხეილ სააკაშვილის დამცინავი გზავნილებით გამოქვეყნდა. Ძირითადად, მას ავადმყოფობის სიმულაციაში სდებდნენ ბრალს. Ამასთან, გვერდების ნაწილი ყურადღებას იმ კადრზე ამახვილებდა, სადაც ჩანს, როგორ იღებს ყოფილი პრეზიდენტი საკვებს და წარმოაჩენდა, როგორც მტკიცებულებას, რომ გავრცელებული ხმები სააკაშვილისთვის საკვების მიღების სირთულესთან დაკავშირებით სიცრუეა. Პოსტებში, ასევე, ხაზგასმული იყო მიხეილ სააკაშვილის ქცევა კლინიკა “„ვივამედის” პერსონალის მიმართ.  

 

 

Ხელისუფლების საწინააღმდეგო გზავნილები მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით 

Მას შემდეგ, რაც საჯაროდ გავრცელდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ხელისუფლების წინააღმდეგ და ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გზავნილები ზიარდებოდა. Პოსტებში ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის და კონკრეტულად, პუტინის მიერ მართულად წარმოჩინდებოდნენ და სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას პუტინის დაკვეთას უკავშირებდნენ. 

 

 

 

ანონიმური ანტიოპოზიციური გვერდები ნინო ლომჯარიას წინააღმდე

ანტიოპოზიციური ფეისბუქგვერდების ნაწილი ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად მუშაობის დასრულებას პოსტებით გამოეხმაურა. ლომჯარიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის “პირად დამცველად” და “უცხო ქვეყნის აგენტად” მოიხსენიებდნენ. დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან  ერთად გადაღებული ფოტოც, რომელიც ლომჯარიამ პირად ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.  

 

 

 

მიხეილ სააკაშილის საწინააღმდეგო გზავნილები საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექციის ჩატარებასთან დაკავშირებით  

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე, ცრუმედიის გვერდებსა და ფეისბუქგვერდზე “POSTV-ახალი ამბები” მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა პოსტები, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ მან 2021 წელს საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, რაც წონის კლების მიზეზია. აღნიშნულ თემაზე იდენტური გზავნილები პროსახელისუფლებო ექსპერტებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრებმა გაავრცელეს.  

  

 

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად 
ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები. 

  

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.