განცხადებები

ENEMO გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ყალბ "რეფერენდუმს"

არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO) გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ყალბ "რეფერენდუმს".

ENEMO გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს თვითგამოცხადებული „მმართველების “ მიერ გამართულ ყალბ „რეფერენდუმებს“.

ეს „რეფერენდუმები“ უკანონოა და აგრესიის და პოლიტიკური მანიპულაციის აქტია რუსეთის ფედერაციის ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის ლეგიტიმაციის მცდელობის მიზნით. საბოლოო ჯამში, ამ ფსევდო-საარჩევნო პროცესების ჩატარების მიზანია აიძულოს უკრაინის ხელისუფლება დათმოს თავისი ტერიტორიების ნაწილები და კიდევ უფრო დააზიანოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევით.

ეს ყალბი „რეფერენდუმები“ ჩატარდა სამხედრო ოკუპაციის პირობებში მყოფ ტერიტორიებზე, ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობასა და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ამ ტიპის საარჩევნო პროცესის ჩატარების ლეგიტიმურობისა და ძირითადი წინაპირობების არარსებობის პირობებში, კენჭისყრის შედეგები არ უნდა იყოს აღიარებული.

ENEMO მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კატეგორიულად უარყონ ამ ყალბი „რეფერენდუმების“ შედეგები და პასუხისგებაში მისცენ თვითგამოცხადებული „მმართველები“, რომლებმაც ისინი მოაწყვეს. საერთაშორისო მხარდაჭერა ომის დასასრულებლად უნდა გაგრძელდეს და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს დამატებითი საშუალებების მობილიზება უკრაინასა და რეგიონში რუსეთის მიერ საარჩევნო მანიპულაციების, დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობებთან საბრძოლველად.