განცხადებები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაშიმოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევასგაუმართლებლად მიიჩნევს.  

მოსამართლეთა XXX კონფერენციის ჩატარება 2021 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება.[1] დღის წესრიგისმიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები უნდააირჩიოს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრსუფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებინფორმაცია საჯარო არ გამხდარა. შესაბამისად, დღემდე უცნობია, საბჭოს რომელი წევრი ტოვებსშემადგენლობას და რა საფუძვლით. ასევე უცნობია ახალი წევრის კანდიდატების თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემის დამოუკიდებლობის დაეფექტიანობის გარანტი უნდა იყოს, წლებია, ხელისუფლებასთან ერთად, თავად იქცა მართლმსაჯულებისდამაზიანებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად. სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი, სწორედ საბჭოს მეშვეობით ინარჩუნებს ძალაუფლებას.[2] შესაბამისად, საბჭოს მოსამართლე წევრებისარჩევნები სასამართლოს შიგნით არსებული არაფორმალური მართვის კულტურის შეცვლისათვისგანსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

სათანადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევის პარალელურად, ინდივიდუალურმოსამართლეთა რეალური გააქტიურების შემთხვევაში, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიძლებაგახდეს სისტემის განახლებისა და რეალური რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი. ამიტომგანსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები მაღალიპროფესიული და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აირჩეოდნენ. სამწუხაროდ, წლებისგანმავლობაში, ამ პროცესზე დაკვირვება საპირისპიროს აჩვენებს. შედეგად, საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ან მათთან დაახლოებული პირები ხვდებიან.

19 აპრილის შეთანხმების[3] გაფორმების პარალელურად, 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრისუფლებამოსილების ვადის ამოწურვის ფონზე, საბჭოს შემადგენლობის ფაქტობრივი განახლებისმოლოდინი არსებობდა. თუმცა, 2021 წლის მაისში მოსამართლეთა კონფერენციამ 4 მოსამართლე წევრიაირჩია,[4] მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ” ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა საბჭოსარამოსამართლე წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნაზე. შედეგად დაახლოებით 5 თვეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიარ ჰყავს, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკასთან დამნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების ინსტიტუტების სანდოობას.

იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებულიგავლენიანი ჯგუფისათვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.  ასეთვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლოსისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებშიმიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს:

  • საერთო სასამართლოების მოსამართლეებს:
  • თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არგანხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომუზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესისგამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება;
  • საქართველოს პარლამენტს:
  • დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისდანიშვნა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე;
  • იმისათვის, რომ რეფორმა განხორციელდეს სწორი მიმართულებით და არ განმეორდესწარსულში დაშვებული შეცდომები, შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობისშესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ დააკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს დაგანხორციელდეს სასამართლო რეფორმის ტალღების და მათი შედეგების ჯეროვანიშეფასება.

 

-----

[1] საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია, 23/10/2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Gy9VXg

[2] კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, 18 მაისი 2021, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3nEAgKe

[3] სამომავლო გზა საქართველოსთვის, შეთანხმების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3COYAA7

[4] ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტირებაა, 28 მაისი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3f4ylLA