განცხადებები

,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის'' საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევა შესაძლოა ჩიხში შევიდეს, რადგან პარლამენტში ჯერჯერობით არ ჩანს შეთანხმება ომბუდსმენის, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება მოითხოვს, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლონ კონსენსუსის მიღწევა.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმცირესობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეძლოს შეთანხმება ომბუდსმენისა და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე. კანდიდატების გამოცდილებას, რეპუტაციასა და ხედვას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებობდეს პლურალისტური მოსაზრებები და მაუწყებლისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღებოდეს პროფესიული დისკუსიის შედეგად.