განცხადებები

კოალიცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიმართავს. 

კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ, რისი ვალდებულება სახელმწიფოს საკანონმდებლო დონეზე არ გააჩნია. 

ინიცატივა კოალიციის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდა გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით, კანდიდატის მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით, შერჩევას. ამგვარი გამოცდილება საქართველოში მანამდე არ ყოფილა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტი გახლდათ. 

თუმცა, კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას, რატომაც მიგვაჩნია რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა.


კოალიცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს