კვლევები

საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული გზავნილები, გამოწვევები და საპასუხო ზომები

სოციალური მედიის, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის საშუალების როლი და მნიშვნელობა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება. ვირტუალურ განზომილებაში სოცმედიის პლატფორმების დომინაცია იმის მიხედვით იცვლება, ვინ უფრო ეფექტურად მოახერხებს მომხმარებელთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ინტერესების დაკმაყოფილებას.
ტექნოლოგიური განვითარებისა და ვირტუალური სივრცის ათვისების პროგრესი ქმნის ახალ რეალობას, სადაც ადამიანსა და სახელმწიფოს შორის დამყარებულ კავშირებს, რომელიც სოციალური კონტრაქტის სახით სამართლებრივ სისტემაზე არის დამყარებული, გარკვეულწილად სოციალური მედიის პლატფორმები ანაცვლებენ.

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ