მიმდინარე

სამოქალაქო დაკვირვების გაძლიერება 2021 წლის ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნებისას

დონორი: გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში

ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2021 - 31 დეკემბერი, 2021

ბიუჯეტი: £19,997.70 ფუნტი

პროექტის მიზნები:

პროექტის ზოგადი მიზანია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად, პროექტს ორი ამოცანა აქვს:

· არჩევნების დღის განმავლობაში უბნის მიმდებარედ მომხდარი დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

· უბნის მიმდებარედ მომხდარი დარღვევებისა და განვითარებული მოვლენების მეთოდოლოგიური ანალიზი, სტატისტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

წინასაარჩევნო პერიოდში „სამართლიანი არჩევნები“ შეარჩევს და დაატრენინგებს საარჩევნო უბნების 120 გარე დამკვრივებელს. არჩევნების დღეს დამკვირვებლები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე განთავსებიან.

დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესს უბნის გახსნიდან დახურვამდე, სრულად დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ უბნების მიმდებარედ განვითარებულ ისეთ პროცესებს, როგორებიცაა ამომრჩეველთა აღრიცხვა, ზეწოლა, ფიზიკური დაპირისპირება და აგიტაცია. დამკვირვებლები ორი სახის ინფორმაციას მოაგროვებენ. პირველ რიგში, შეავსებენ კითხვარს უბნის მიმდებარედ განვითარებული პროცესების შესახებ და დღის განმავლობაში სამჯერ, შეტყობინების სახით გამოგზავნიან სათაო ოფისში მდებარე მონაცემთა ცენტრში. მიღებული ინფორმაცია დამუშავდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მიერ, რის შემდეგაც, მოხდება თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზი. დამკვირვებლები ასევე აღნუსხავენ და სათაო ოფისს გადასცემენ ინფორმაციას უბნის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, სათაო ოფისის იურისტები მიიღებენ გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეაგირების შესახებ (საჩივარი, განცხადება, პოლიციის შეტყობინება და ა.შ.). გარე დაკვირვების მიგნებები არჩევნების დღის განცხადებებში და არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში აისახება.