პრესრელიზები

ISFED-ის მონიტორინგის მისია 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს დააკვირდება. ამომრჩევლები რუსთავი-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. 

"სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია 9 მობილური ჯგუფის, საუბნო საარჩევნო კომისიის 21 და საოლქო საარჩევნო კომისიის 3 დამკვირვებლისაგან შედგება. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში იმოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა და ინციდენტის ცენტრები.

"სამართლიანი არჩევნები" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. 

არჩევნების დღეს იფუნქციონირებს საარჩევნო პორტალი http://electionsportal.ge, სადაც აიტვირთება ინფორმაცია დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტებისა და შესაძლო დარღვევების შესახებ. დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პორტალზე განთავსებული ელექტრონული ფორმის საშუალებთ, ასევე, იმოქმედებს უფასო SMS ნომერი 90039, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა ყველა მობილური ქსელიდანაა შესაძლებელი.