პრესრელიზები

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ,,სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფის გ.მ-ს სარჩელი

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სენაკის მერიას  ყოფილი მერის წარმომადგენლის ასისტენტის გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმება და მისი  თანამდებობაზე აღდგენა დაევალა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ,,სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფი, მერის ყოფილი წარმომადგენლის ასისტენტის გ.მ-ს სარჩელი, გააუქმა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება  და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.მ,  გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით მერის წარმომადგენლის ასისტენტის პოზიციიდან. სენაკის მუნციპალიტეტის მერმა  2021 წლის 20 აგვისტოს, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, სენაკის რაონულ სასამართლოში მის ინტერესებს ,,სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი იცავდა.

 “სამართლიანი არჩევნები” იურიდიულ დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე პოლიტიკური ნიშნით უფლებადარღვევის მსხვერპლები გახდნენ. პროგრამა “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.

 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge