სოციალური მედიის მონიტორინგი

სოციალური მედიის მონიტორინგი - მეორე შუალედური ანგარიში

წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, ანგარიშში აღწერილია არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური გვერდების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები, პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელების გზით საზოგადოების დამაპირისპირებელი გზავნილების ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ამა თუ იმ ფორმით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე.

ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად, მოიცავს „ფეისბუქზე“ დაკვირვებას, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი გარკვეული მიგნებებიც.