სოციალური მედიის მონიტორინგი

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ტროლები და ანგარიშები ISFED-ის წინააღმდეგ

2025 წლის 20 ოქტომბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ანგარიში იმ 25 ონლაინ მედიასაშუალების შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემატურად იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებისგან“, ასევე, საჯარო უწყებებიდან სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით. ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე ანგარიშის განთავსების შემდეგ აღნიშნული პოსტი კოორდინირებული შეტევის სამიზნე გახდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 300-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლებმაც Haha (სიცილის) რეაქციების კოორდინირებულად გამოხატვით პოსტის ინტერაქცია ხელოვნურად გაზარდეს. არაავთენტური ანგარიშების მოქმედებით საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა პროპაგანდის ერთ-ერთი ეფექტური ტაქტიკაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები მრავალი წელია მიმართავენ. პოსტების რეაქციების ხელოვნურად გაზრდის მიზანი ფეისბუქმომხმარებლებისთვის იმის ჩვენებაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, როგორც ამის წარმოჩენას პროპაგანდისტი ისახავს მიზნად. ამჯერადაც მსგავსი ტაქტიკის გამოყენება საზოგადოების აღქმებზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება გახდა. ამასთანავე, ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართულ აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.  

 

არაავთენტური ანგარიშების მოქმედება „სამართლიანი არჩევნების“ პოსტზე 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 300-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომლებმაც პოსტზე HaHa რეაქცია კოორდინირებულად გამოხატეს. ყალბი პროფილები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სქესისა და ინტერესების ადამიანების კატეგორიებში ერთიანდებიან, სავარაუდოდ, მათი მოქმედების ვალიდაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.  

სანდოობის გაზრდის მიზნითვე, ანგარიშების უმეტესობა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებულ ფოტოებს საკუთარ ფოტოებად წარმოაჩენს. ფოტოების დიდი ნაწილი რუსულენოვანი სოციალური ქსელებიდან და ვებგვერდებიდან (მათ შორის, Odnoklassniki) არის აღებული. ამ ფოტოების უმეტესობას მცირე რაოდენობით ან ნულოვანი ინტერაქცია აქვს, რაც, ასევე, პროფილების საეჭვოობის ინდიკატორია. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო რამდენიმე ათეული ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების რეალური წყაროს დადგენა ან/და მიაკვლია იმ ვებგვერდებს, სადაც ფოტოები იყო განთავსებული. 

კოორდინირებული არაავთენტური ანგარიშების ფოტოები და მათი წყაროები

 

ანგარიშების არაავთენტურობას და კოორდინაციას ადასტურებს ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი პროფილის და/ან გარეკანის ფოტოებს კონკრეტულ, ერთსა და იმავე დღეებში ცვლიდა. მაგალითად, 2024 წლის 9 დეკემბერს 27-მა ანგარიშმა განაახლა პროფილის და/ან გარეკანის ფოტო, 2025 წლის 25 ივლისს 39-მა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშების უმეტესობას აღნიშნული ფოტოების გარდა სხვა პოსტი საჯაროდ არ ჰქონდა განთავსებული, სავარაუდოდ, აღნიშნული თარიღი პროფილის გააქტიურებას ემთხვევა.

 

არაავთენტური ანგარიშების მიერ პროფილის და/ან გარეკანის ფოტოს განახლების დროის თანხვედრა


 

*ცხრილში თვალსაჩინოებისთვის მოცემულია ის ანგარიშები, რომლებმაც ერთდროულად ან დროის მცირე მონაკვეთში განაახლეს პროფილის და/ან გარეკანის ფოტო 

მსგავს ქცევასთან ერთად, პროფილების კოორდინაციაზე მიუთითებს ისიც, რომ უმეტეს მათგანს მათ შესახებ ინფორმაცია ერთი ფორმატით აქვს მითითებული. პროფილები დასაქმების ადგილებად სხვადასხვა კომპანიას უთითებენ, რაც მათ რეალურ სამუშაო ადგილს არ წარმოადგენს და მხოლოდ პროფილის ვალიდურობის ზრდას ემსახურება. 

არაავთენტური პროფილების უმრავლესობა გია გაჩეჩილაძესა (უცნობი) და მოძრაობაერთიანი ნეიტრალური საქართველოსლიდერთან, ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდების - i ucnobiაი უცნობი“, „აი პოლიტიკა“ „აი მსოფლიო ამბებიდა „არ აგარევინებთგამომწერი. აღნიშნულ აქტორებთან დაკავშირებული ანტიდასავლური საინფორმაციო კამპანიების შესახებსამართლიან არჩევნებსაქამდეც არაერთი მასალა გამოუქვეყნებია. აღნიშნულ გვერდებთან ერთად ანგარიშების ნაწილი ტელეკომპანიაიმედისადა ქართულ ოცნებასთან“ თუ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებულ სხვა ფეისბუქგვერდების გამომწერიცაა. აღნიშნული ფაქტი ანგარიშების კოორდინაციასა და პოლიტიკურ კავშირებზე მიუთითებს.  

 

 

საყურადღებოა ისიც, რომ ანგარიშების ნაწილს მცირე რაოდენობით მეგობარი ჰყავს, რიგ შემთხვევებში 10-ზე ნაკლები, რაც, ასევე, პროფილის არაავთენტურობაზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ მსგავსი ტიპის პროფილები ძირითადად კონკრეტულ პოსტებზე ინტერაქციის ხელოვნურად გასაზრდელად გამოიყენება. არაავთენტური ანგარიშების მცირე ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებს საკუთარ პროფილზეც აქვეყნებს. 

 

„ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების მოქმედება „სამართლიანი არჩევნების“ პოსტზე 

„სამართლიანი არჩევნების“ საწინააღმდეგო კამპანიაში არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები, საკანონმდებლო და მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებიც იყვნენ ჩართული. პოსტზე haha (სიცილის) ემოციის ავტორებიდან 40-ზე მეტ ანგარიშს სამუშაო ადგილად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვს მითითებული. მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, არიან მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, სპეციალისტები და სხვა თანამდებობის პირები.